ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი “ასეანთან” შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებს


რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან შეთანხმებას აწერს ხელს. კრემლის უპრეცედენტო ჩართულობა “ასეანში”, 10 სახელმწიფოსგან შემდგარ ასოციაციაში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან რეგიონზე, კერძოდ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზის სახელმწიფოებზე გავლენის გაზრდის მცდელობად აღიქმება.

გუშინ რუსეთის და ინდონეზიის პრეზიდენტებმა პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. “ჩვენ თავდაცვის მინისტრებს და უსაფრთხოების სააგენტოებს შორის კონტაქტების გაფართოებაზე შევთანხმდით” - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა ხელმოწერის შემდეგ. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ძალაში პარასკევს შევა, რუსეთი და “ასეანის” ქვეყნები პოლიტიკური, უსაფრთხოების, კონტრ-ტერორიზმის და ეკონომიკის სფეროებში სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავენ მიზნად.

XS
SM
MD
LG