ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში თვითმკვლელი ტერორისტები გააქტიურდნენ


ბრეტ მაკგურკი, პრეზიდენტ ობამას საგანგებო დესპანი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ კოალიციაში, ამბობს, რომ თვითმკვლელი ტერორისტების გააქტიურება ერაყში დაჯგუფების დასუსტებამ გამოიწვია. იორდანიაში შეკრებილ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ დაჯგუფება თავდაცვაზე გადადის და მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიების რაოდენობაც თანდათან იკლებს.

კვირას, ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ბუნებრივი აირის საწარმოზე მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სულ გასულ კვირაში მომხდარ იერიშებს 100-ზე მეტი ერაყელი შეეწირა.

XS
SM
MD
LG