ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ერაყში


სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ერაყში, ბაღდადის მახლობად პოპულარულ კაფეზე თავდასხმის შედეგად.

ოფიციალური პირების ცნობით, 3 შეიარაღებული თავდამსხმელი კაფეში შუაღამეს შეიჭრა და სროლა ატეხა. კაფეში პოლიციის გამოჩენისთანავე კი ორმა მათგანმა ტანზე დამაგრებული ბომბი ააფეთქა.

როიტერის ცნობით ბალადში, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული, უსაფრთხოების საგანგებო ზომებია დაცული და დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად თავდამსხმელებს სულ მცირე 3 გამშვები პუნქტის გავლა დაჭირდებოდათ.

ამ თავდასხმას წინ უძღოდა ორდღიანი აფეთქებები ერაყის დედაქალაქში, სადაც სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა. ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

XS
SM
MD
LG