ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი დასავლეთს აკრიტიკებს


რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, დასავლეთის ძალები ჩრდილოეთ სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლით არიან დაკავებული და მის მთავრობას თურქეთის ტერიტორიაზე ჯიჰადისტებთან ბრძოლაში არ ეხმარებიან. კვირას სტამბოლში გაკეთებულ განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპამ თურქეთი მარტო დატოვა.

წინა დღეს თურქეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ჩრდილოეთ სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 55 მებრძოლი მოკლეს. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა დაღუპულთა სახით მიმდინარე დაპირისპირებაში სხვა სახელმწიფოებთან შედარებით გაცილებით დიდი საფასური გადაიხადა.

XS
SM
MD
LG