ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გვიღირს კი ასეთი რისკი? “ - დევიდ კამერონი


თუკი საყოველთაო რეფერენდუმზე ბრიტანელები ევროპის კავშირის დატოვებას გადაწყვეტენ, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ევროპის კონტინენტზე ომის რისკი გაიზარდოს - აცხადებს დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, საქმე მთელი კონტინენტის სტაბილურობას და მშვიდობას შეეხება. „გვიღირს კი ასეთი რისკი? “ - იკითხა მან და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი ითამაშა ევროკავშირის შექმნამ კონტინენტზე და როგორ დაასრულა ევროპელ მეზობელ ქვეყნებს შორის ძალადობა. იზოლაციონიზმი ჩვენს ქვეყანას არასოდეს არაფერში დახმარებია - განაცხადა მან.

პრემიერმა კამერონმა ეკონომიკურ ზარალზეც ისაუბრა, რომელიც ევროპის კავშირის დატოვების შემდეგ თითოეული ბრიტანელის ჯიბეზე აისახება. ყოველ ოჯახს ეს ნაბიჯი 2030 წლამდე საშუალოდ 6, 200 დოლარი დაუჯდება - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი დღევანდელი მოხსენება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხებოდა. რეფერენდუმი, რომელზეც ბრიტანელები 28 სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირში დარჩენას, ან მის დატოვებას აძლევენ ხმას, 23 ივნისს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG