ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა


ოთხშაბათს ღამით ისრაელმა საჰაერო იერიშებით ჰამასის ინფრასტრუქტურის ოთხი პოზიცია დაბომბა. ოფიციალური ცნობით, ეს პალესტინელთა საზღვრიდან ოთხშაბათს “მიმდინარე სარაკეტო იერიშების პასუხი” იყო. თუმცა, არც ჰამასს და არც სხვა რომელიმე დაჯგუფებას მათზე პასუხისმგებლობა აქამდე არ აუღია.

პიტერ ლერნერი, ისრაელის შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერი საჰაერო იერიშების მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ ჰამასს ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე გვირაბები გაჰყავს. ძალადობის ახალი ტალღა 2014 წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისთვის სერიოზული გამოწვევაა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიზანი ღაზის სექტორში 50-წლიანი დაპირისპირების დასრულებაა.

XS
SM
MD
LG