ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი ბიჭის მკვლელები იერუსალიმში გაასამართლეს


იერუსალიმის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი ისრაელელი ახალგაზრდა, რომლებიც პალესტინელი მოზარდის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. მოსამართლემ მათი საბოლოო ვერდიქტი დროებით გადადო. ამის მიზეზი მესამე ეჭვმიტანილის, 31 წლის იოსიფ ჰაიმ ბენ დევიდის ადვოკატის მიერ, ბოლო მომენტში სასამართლოსთვის წარდგენილი ფსიქიკური აშლილობის დამადასტურებელი ცნობა გახდა.

სამი ისრაელელი მოზარდის მოკვლის გამო, ბრალდებულებმა შურისძიების მიზნით გატაცებული 16 წლის პალესტინელი ბიჭი აბუ ხდეირი იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში დაწვეს. ღაზის სექტორში 50 დღის მანძილზე გაგრძელებული ორმხრივი იერიშების სერიას მაშინ 2,200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეები იყო.

XS
SM
MD
LG