ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტს ახალი ფუნქცია აქვს


სი ძინპინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახალი ფუნქცია შეითავსა. ის ამიერიდან ქვეყნის მთავარსარდალიც იქნება. ახალი ამბების გამოშვებებში გუშინ და დღეს ჩინეთის პრეზიდენტი სამხედრო ფორმით ჩნდება. სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინი სამხედრო ძალების მართვაში უფრო დიდი როლის შესრულებას დაიწყებს.

პრეზიდენტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობასთან ერთად, აქამდე ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეც იყო, რაც მას 2.3 მილიონიანი არმიის მეთაურობის საშუალებას აძლევდა. ჩინეთს ზომით მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო შემადგენლობა ჰყავს.

XS
SM
MD
LG