ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიკვიდირებულია ისლამური სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი


მოკლულია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი ჰაჯი იმანი - იუწყება შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი. „ჩვენ სისტემატურად ვანადგურებთ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს კაბინეტს“ - განაცხადა მან, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ სად მოხდა ჰაჯი იმანის ლიკვიდაცია, სირიაში, თუ ერაყის ტერიტორიაზე.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება არაფერს ამბობს არც იმაზე, თუ როგორ მოხდა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია, რეიდის თუ საჰაერო თავდასხმის გზით. თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ იმანი განსაკუთრებით აქტიურობდა დასავლეთში ტერორისტული აქტების მოწყობაში და იმ უცხოელ მეომრებს საჭირო თანხებით ამარაგებდა, ვინც ბრიუსელის მსგავს ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა.

XS
SM
MD
LG