ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიას ახალი კონსტიტუციის შექმნისკენ მოუწოდებენ


შეერთებული შტატები და რუსეთი, აგვისტოსთვის სირიის ახალი კონსტიტუციის შექმნისკენ მოუწოდებენ.

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ თქვა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა, აიძულოს სირიის მთავრობაც და ოპოზიციაც, ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს.

კერიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა სირიელებს იმის „გემო და სუნი“ შეეგრძნოთ, თუ ძალადობის შემცირება რას ნიშნავს. ხუთწლიანი სისხლისღვრის შემდეგ, ზოგიერთი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაც განახლდა.

XS
SM
MD
LG