ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნადია სავჩენკოს განაჩენს დღეს გამოუტანენ


დღეს რუსეთის სასამართლო უკრაინელ პილოტ ნადია სავჩენკოს განაჩენს გამოუტანს. სავარაუდოდ, მას 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნობენ. მოსალოდნელია, რომ ვერდიქტის შემდეგ მას ციხეში გადაიყვანენ.

საერთაშორისო საზოგადოებაში ნადია სავჩენკოს სასამართლო პოლიტიკურ ფარსად აღიქმება. პროკურორებმა 23-წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. ნადია სავჩენკო აცხადებს, რომ ის უკრაინიდან უკანონოდ გაიტაცეს, რათა დაბომბვის განხორციელებისთვის გაესამართლებინათ. უკრაინელი პილოტი თავს დამნაშავედ არ სცნობს. მიმდინარე პროცესის გამო ნადია სავჩენკო სამშობლოში უკრაინის ეროვნული გმირი გახდა.

XS
SM
MD
LG