ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სირიაში “რამდენიმე საათში” დაბრუნებით იმუქრება


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მართალია მოსკოვმა სირიიდან ჯარები გამოიყვანა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალებს იქ “რამდენიმე საათის” განმავლობაში დააბრუნებს. აღნიშნული განცხადება ვლადიმირ პუტინმა სირიაში მებრძოლი რუსი ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა. პუტინი ამბობს, რომ კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია აღარ სურს და იმედს გამოთქვამს, რომ სირიის მთავრობის და ოპოზიციური ჯგუფების ხელმძღვანელებში “საღი აზრი” გაიმარჯვებს, რათა მათ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეძლონ.

რუსეთის არმიის მეთაურები აცხადებენ, რომ მოსკოვი სირიიდან ჯარების უმეტესი ნაწილის გამოყვანას 2-3 დღეში დაასრულებს. შეერთებული შტატების ანგარიშით, სირიაში 3-დან 6 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. კრემლი აცხადებს, რომ ჯარების გამოყვანის დასრულების შემდეგ იქ სულ 1 000 ჯარისკაცი დარჩება.

XS
SM
MD
LG