ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი ამერიკის საელჩოსთან ბერლინში


ბერლინში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გერმანიის მოქალაქე დააკავეს. ის დღეს დილით საელჩოს დაცვის წევრებს თავს დაესხა და მოგვიანებით ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა.

თავიდან 23 წლის მამაკაცი საელჩოს შენობასთან ხელჩანთით ხელში მივიდა და იქ შესვლა ძალის გამოყენებით სცადა. მას შემდეგ, რაც ის უსაფრთხოების თანამშრომლებმა გარეთ გააგდეს, გერმანიის მოქალაქე დაკავებულ იქნა. პოლიციაში მან განაცხადა, რომ ხელჩანთაში ბომბი ედო, ჩანთა კი საელჩოს შესასვლელთან დატოვა. პოლიციამ საგანგებო ზომები მიიღო, თუმცა ჩანთაში პირადი ნივთების გარდა, სხვა ვერაფერი იპოვა. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ მისი ვინაობა არ გაუმხელიათ.

XS
SM
MD
LG