ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია დამნაშავეებს სამშობლოში დოპორტაციას მოუხდენს


გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქალებზე განხორციელებულ ძალადობაში ეჭვმიტანილებს შორის 18 ადამიანს გერმანიის მთავრობისთვის თავშესაფარის მოთხოვნა აქვს გაგზავნილი.

დანაშაულების სერიაში სულ 31 ადამიანი იყო ეჭვმიტანილი. აქედან 9 ალჟირის, 8 მაროკოს, 5 ირანის, 4 სირიის მოქალაქეა. ეჭვმიტანილთა სიაში ასევე შედის გერმანიის 2, და ერაყის, სერბეთისა და ამერიკის თითო-თითო მოქალაქე.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ და სასამართლო 1 წელზე მეტ ვადას მიუსჯის, სამშობლოში დეპორტაცია ელით.

XS
SM
MD
LG