ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ორ სირიელს 4-4 წელი მიუსაჯეს


თურქეთის სასამართლომ ორ სირიელს, რომელთაც თურქეთის გზაზე 3 წლის ბავშვის და მისი ოჯახის წევრების დაღუპვაში ბრალი დაუმტკიცდა, 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისინი ადამიანთა ტრეფიკინგის მუხლით გაასამართლეს.

საუბარია იმ ბავშვზე, რომლის ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე გამორიყული გვამი მიგრანტების კრიზისის ვიზუალურ სიმბოლოდ იქცა. დაღუპულებს შორის ბავშვის დედა და ძმაც იყვნენ. სასამართლო 11 თებერვალს დაიწყო და თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დღემდე გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG