ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მონური შრომით შექმნილი პროდუქციის იმპორტს კრძალავს


შეერთებული შტატების კანონმდებლობა ბოლო 84 წლის განმავლობაში ბოლომდე არ კრძალავდა მონების მიერ, ან სხვა ტიპის იძულებითი შრომის შედეგად შექმნილი პროდუქციის იმპორტს. მაშინაც კი, როცა სამუშაო ძალას უცხო ქვეყნებში ზოგჯერ პატარა ბავშვები წარმოადგენდნენ. სიტუაცია ორ კვირაში შეიცვლება და ამგვარი პროდუქციის შემოტანა ამერიკაში არალეგალური გახდება.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ამერიკის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს გამოასწორებს. “1030 წლის ტარიფის აქტად” ცნობილი კანონი მართალია კრძალავდა მონური შრომით შექმნილი საქონლის იმპორტს შეერთებულ შტატებში, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისის სახით იძლეოდა ამის ნებართვას. მაგალითად, მაშინ, როცა საქმე არ ეხებოდა დიდი რაოდენობით პროდუქციას, რომელიც ამერიკელი მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

ახალი კანონპროექტი გასულ წელს იქნა შემუშავებული. გაეროს მონაცემებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთვისაც იძულებითი შრომა ყოველდღიური რეალობაა, მსოფლიოში დაახლოებით 21 მილიონს შეადგენს.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG