ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბერია ებოლის ვირუსისგან თავისუფალია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ლიბერიას ებოლის ვირუსისგან თავისუფალ სახელმწიფოდ აცხადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთ აფრიკის სამივე ქვეყანაში, რომლებიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში იყო, კრიზისმა გადაიარა.

მსგავსი განცხადება კეთდება მაშინ, როცა ქვეყანაში ზედიზედ 42 დღის განმავლობაში ახალი ვირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება. ვირუსის რამდენიმე მცირემასშტაბიან აფეთქებას ჯერ კიდევ ელიან, მაგრამ სპეციალისტების აზრით, გავრცელების მთავარმა ტალღამ უკვე გადაიარა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლიბერია ებოლისგან თავისუფალ ქვეყნად უკვე მესამედ გამოაცხადა. პირველი ამ ტიპის განცხადება 2015 წლის მაისში გაკეთდა. ებოლის ეპიდემიის გამო დასავლეთ აფრიკაში 11 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და 28 500-ზე მეტი დაინფიცირდა.

XS
SM
MD
LG