ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება


ორშაბათს სირიის სამი ქალაქის მიმართულებით, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰუმანიტარული დახმარება დაიძრა. იქ მცხოვრები სირიელებისთვის საკვები, მედიკამენტები და საბნები ჩააქვთ. ლიბანის და თურქეთის საზღვრებთან მდებარე ქალაქებში 5-წლიანი ომების შემდეგ ინფრასტრუქტურა მოშლილია და მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ერთობლივ ოპერაციას საერთაშორისო წითელი ჯვარი, სირიის წითელი ნახევარმთვარე და გაერო კურირებენ. სირიის მთავრობამ გასულ კვირაში ჰუმანიტარული დახმარების მანქანების გატარებაზე თანხმობა განაცხადა.

XS
SM
MD
LG