ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში პოლიციის ოფისზე თავდამსხმელი მოკლეს


დღეს პარიზში სამართალდამცავებმა ადამიანი მოკლეს, რომელმაც პოლიციის ოფისზე თავდასხმა სცადა. შემთხვევას ჟურნალ “შარლი ებდოზე” ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან თავდასხმის ერთი წლისთავს უკავშირებენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული და სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა. თვითმხილველების განცხადებით, ის ყვიროდა: “ალაჰ აქბარ” (ალაჰი დიადია). ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია და გავრცელებული ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.

XS
SM
MD
LG