ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში კიდევ ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს


ბელგიაში პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა სიას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა. ეს არის 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის დაკავების შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა. 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ იერიშებში 130 ადამიანი დაიღუპა.

ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი ბრიუსელის მოლენბიკის რაიონში აიყვანეს, იქ, სადაც რამდენიმე სხვა მისი სავარაუდო თანამოაზრე ცხოვრობდა. ჩხრეკის დროს, საინფორმაციო სააგენტო ასოშიეთიდ პრესის ცნობით, მისი საცხოვრებელი ადგილიდან ათამდე მობილური ტელეფონი ამოიღეს.

XS
SM
MD
LG