ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალებმა ქალაქი რამადი გაათავისუფლა


ერაყის არმია აცხადებს, რომ მათ ქალაქი რამადი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, რამადის ცენტრალურ შენობაზე ქვეყნის ეროვნული დროშა ფრიალებს.

ამ ეტაპზე ერაყის სამთავრობო ძალები ქუჩებს და ნაგებობებს დიდი სიფრთხილით ამოწმებენ, რათა იქ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ იყოს დატოვებული. რამადი ერაყის ანბარის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ამ წლის მაისში დაიპყრო.

XS
SM
MD
LG