ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი კინგი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შედეგებზე


დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საჰაერო იერიშებს გარკვეული შედეგი მოაქვს, მაგრამ ის მინიმალურია იმ დროის გათვალისწინებით, რაც ეს კამპანია გრძელდება. ამ განცხადებას ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი პიტერ კინგი აკეთებს. ის რუსეთის მიერ წარმოებულ იერიშებზეც საუბრობს და ამბობს, რომ კრემლის სამიზნე არა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მეომრები, არამედ სირიის ოპოზიციის მხარეს მებრძოლი ამბოხებულები არიან.

პიტერ კინგი წარმომადგენელთა პალატაში კონტრტერორიზმის და დაზვერვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „ფოქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

XS
SM
MD
LG