ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკანონო იმიგრანტების დეპორტაციას იწყებს


შეერთებული შტატები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ადამიანების დეპორტაციას 2016 წლის იანვრიდან დაიწყებს. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, ხელისუფლება რეიდების მთელი სერიისთვის ემზადება და ძირითადად იმ ოჯახების ქვეყნიდან გასახლებას გეგმავს, რომლებიც ამერიკაში გასული წლის დასაწყისიდან შემოვიდნენ.

პუბლიკაცია აღნიშნული ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროების ვინაობას არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ ეს ფართომასშტაბიანი ღონისძიება იქნება, რომელიც შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 100 ათასამდე ოჯახს მოიცავს. მათი დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილიდან ძალადობას გამოექცა.

XS
SM
MD
LG