ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის


სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ქვეყანა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის მზად არის. ვალიდ მუალემი ამბობს, რომ სირია “ყოველგარი უცხოური ჩარევის” გარეშე გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის ჟენევაში დამტკიცებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გააკეთა. გეგმა სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ვალიდ მუალემმა პეკინში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ სირიის დელეგაცია მოლაპარაკებისთვის მზად მაშინ იქნება, როცა მთავრობა ოპოზიციის დელეგაციის წარმომადგენელთა სიას მიიღებს.

XS
SM
MD
LG