ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერის შეხვედრების მთავარი თემა სირია და უკრაინა იქნება


ჯონ კერი მომავალ კვირას მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს. რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე მთავარი თემა სირიასთან ერთად, უკრაინაში შექმნილი ვითარებაც იქნება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში ბოლოს მაისში იმყოფებოდა და მაშინაც ორმხრივ მოლაპარაკებებზე სირიის და უკრაინის საკითხებზე იმსჯელეს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, იმ უთანხმოებების მიუხედავად, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ბედს შეეხება, რუსეთი სირიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე “კონსტრუქციული” იყო. აღნიშნული განცხადება ჯონ კერიმ პარიზში კლიმატური ცვლილებების სამიტის განმავლობაში გააკეთა.

XS
SM
MD
LG