ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ისრაელში თავისი ვიზიტი გადადო. როგორც ტრამპმა განაცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ის შეხვდება მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი გახდება.
შეხვედრა ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის 28 დეკემბერს იყო დაგეგმილი. ქნესეთის 37-მა წევრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს წერილით მიმართა, სადაც მათ მოითხოვეს შეხვედრის გაუქმება ტრამპის მუსლიმებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო.