ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი რუსეთს ბოდიშს არ მოუხდის


თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ ამბობს, რომ მისი ქვეყანა სირიის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიშს არ მოიხდის. ჟურნალისტებთან საუბარში, რომელიც ბრიუსელში ნატოს თავმჯდომარე იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა, თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თურქეთის ძალები ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვით, მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა.

დავუთოღლუმ იმედi გამოთქვა, რომ კრემლი ამ ინციდენტის გამო თურქეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას გადახედავს. სანქციები რუსეთში არამარტო თურქული პროდუქტის იმპორტს ამცირებს, არამედ კრძალავს თურქი მუშახელის კონტრაქტების გაგრძელებას და ზღუდავს რუსეთში მოქმედი თურქული კომპანიების საქმიანობას.

XS
SM
MD
LG