ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდს ისლამისტების წინააღმდეგ კოალიციის შექმნა სურს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრასუა ოლანდმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოდან წამოსული ტერორიზმის წინააღმდეგ ომშია ჩართული. მეამბოხეებთან საბრძოლველად ოლანდს დიდი კოალიციის შექმნა სურს.

მან ეს განცხადება საფრანგეთის პოლიციის მიერ ჩატარებული შვიდ-საათიანი რეიდის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა. ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულია თუ არა პარასკევის ტერორისტული თავდასხმების ორგანიზატორი - ბელგიაში დაბადებული სალა აბდესლამი.

პარიზის პოლიციის ინფორმაციით კვირის შემდეგ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 ადამიანაია დაკავებული. წინასწარი მონაცემებით, 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზებასა და განხორციელებაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG