ერაყის ოფიციალური წყაროების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების უბანში მიმდინარე დაკრძალვაზე თავი აიფეთქა. ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ინციდენტში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა.
შიიტები ერაყის ხელისუფლების მხარდამჭერ ჯგუფში მებრძოლ ჯარისკაცს კრძალავდნენ. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ეჭვი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებზე აქვთ.