ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამურ სახელმწიფოს" ქიმიური იარაღის გამოყენება ბრალდება


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის მოხმარების რამდენიმე ბრალდებას განიხილავს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გუშინ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის დროს პეშმერგას დაახლოებით 60 მებრძოლი ქიმიური იარაღის მსხვერპლი გახდა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ალისტერ ბანკი ამბობს, რომ ვაშინგტონი ამ ინციდენტთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. „ყველა ინფორმაციას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მთელი სერიოზულობით ვუდგებით“-განაცხადა მან. გაეროში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სამანტა პაუერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის მოხმარების სხვა ბრალდებებსაც განიხილავს.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უტყუარი ინფორმაცია გააჩნია, რომ ამ თავდასხმისას მდოგვის გაზი იქნა გამოყენებული, რომელიც მეამბოხეებმა სირიაში შეიძინეს. ინფორმაციას გაზეთი ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც რედაქცია არ ამხელს.

XS
SM
MD
LG