ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტი მეამბოხეები ბაღდადს უახლოვდებიან


ისლამისტებმა ქალაქი ჯალავლა და საადია დაიკავეს, რომლებიც დიიალას ერთნიკურად დაყოფილ პროვინციაში მდებარეობს

ისლამისტმა მეამბოხეებმა ერაყში დამატებითი ქალაქები აიღეს. ამ ფონზე შეერთებული შტატები ქვეყანაში განვითარებულ მდგომარეობაზე რეაგირების გზებს განიხილავს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისლამისტებმა ქალაქი ჯალავლა და საადია დაიკავეს, რომლებიც დიიალას ერთნიკურად დაყოფილ პროვინციაში მდებარეობს.

მეამბოხურმა ორგანიზაციამ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ერაყის ჩრდილოეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი უკვე დაიკავა და დედაქალაქ ბაღდადს უახლოვდება.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირების გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ამერიკა ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.“

„ჩვენს ინტერესებში შედის იმაში დარწმუნება, რომ ამ ჯიჰადისტებმა ერაყსა და სირიაში ფეხი სამუდამოდ არ მოიკიდონ.“

ამერიკის ოფიციალური პირების ინფორმაციით, გამორიცხული არ არის განხორციელდეს უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო იერიშების კამპანია.

ერაყისა და ლევანტეს ისლამურმა სახელმწიფომ ელვისებური სისწრაფით აიღო რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ერაყის ზომით მეორე ქალაქი მოსული, ქურთისტანში მდებარე ნავთობით მდიდარი ქალაქი კირკუკი და ახლა უკვე დედაქალაქ ბაღდადიდან 90 კილომეტრის მოშორებით მართავს ბრძოლებს.
XS
SM
MD
LG