ოფიციალური პირების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელს შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვა და ბომბის დეტონაცია მთავარ შესასვლელთან მოახდინა. ეს ინციდენტი ავღანეთში შაბათს დანიშნულ არჩევნებს უსწრებს წინ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო საკუთარ თავზე და განაცხადა, რომ თავდამსხმელმა უსაფრთხოების რამდენიმე შრე გაიარა, ვიდრე ბომბის დეტონაციას მოახდენდა.
თალიბანმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ხელს შეუშლის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე მისვლა შეაფერხოს.