ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების მორიგი იერიში


ჯალალაბადში მომხდარი თავდასხმა პოლიციის ოფისზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქებით დაიწყო

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში თალიბების მიერ პოლიციის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 10 პოლიციელია. მანამდე კი, დილით ადრე, ჯალალაბადში იერიში ადგილობრივი გუბერნატორის სახლზე მიიტანეს.

თავდასხმა პოლიციის ოფისზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქებით დაიწყო. შემდეგ კი თავდამსხმელებს და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, 7-ივე მოიერიშე მოკლულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში 2 კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
XS
SM
MD
LG