ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში 8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა


მიწისძვრა ჩილეში
მიწისძვრა ჩილეში
ჩილეში, რიხტერის შკალით 8.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, მიწისძვრამ ჩილეს სანაპირო ზოლზე ცუნამი წარმოქმნა, რომლის გამოც მთავრობამ წყნარი ოკეანის სანაპიროს ევაკუაცია განახორციელა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩილეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოკეანეში, ხმელეთიდან 10 კილომეტრის მოშორებით იყო. სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა და შეაფერხა ელექტრო ენერგიის მიწოდება.

პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რთულია ზარალის ზუსტი მასშტაბების განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG