ვაშინგტონში დაფუძნებული, ფინანსებზე მეთვალყურეობის ჯგუფი “გლობალ ფაინანშიალ ინთეგრითი” ამბობს, რომ ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ფულადი თანხა გამოედინება აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ამ ორგანიზაციის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2011 წელს ამ ქვეყნებიდან, როგორც ეს ჯგუფი უწოდებს, კაპიტალის უკანონო გადინების გზით, დაახლოებით 947 მილიარდი დოლარი იქნა გატანილი.
ორგანიზაციის დირექტორი რეიმონდ ბეიკერი ამბობს, რომ ათი წლის ჯამური ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
“ათწლეულის განმავლობაში, 2002 წლიდან 2011-მდე 5.9 ტრილიონი დოლარი გაედინა განვითარებადი ქვეყნებიდან. მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის, არაფერია ამ კაპიტალის დაკარგვაზე უფრო მეტად ზიანის მომტანი.”
ორგანიზაციის მოხსენებაში, ათწლეულის განმავლობაში 144 ქვეყანას შორის, 1 ტრილიონზე მეტი დოლარით ჩინეთი პირველ ადგილზეა ფინანსების უკანონო გადინების მხრივ. რუსეთი მეორე ადგილზეა 880 მილიარდი დოლარით, მექსიკა მესამე ადგილზეა 462 მილიარდი დოლარით, აზერბაიჯანი 44 ადგილზე 1,706 მილიარდით, სომხეთი 71-ზე 623 მილიონით, უკრაინა 72-ზე 622 მილიონით, საქართველო კი 78 ადგილზეა 453 მილიონი დოლარით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრები ასახავს მხოლოდ მთლიან თანხას და არ არის ინდექსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ან სხვა პარამეტრის გათვალისწინებით.
ალექს კობჰამი, ლონდონის გლობალური განვითარების ცენტრიდან ამბობს, რომ კაპიტალის ასეთი უკანონო გადინება სხვადასხვა კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება.
“ნაწილობრივ ეს არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი. კერძოდ, ნარკოტიკებიდან და ადამიანების ტრეფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრება. მაგრამ ეს არის კერძოდ კორუფციაც ანუ სახელმწიფო ქონების დატაცება, თუმცა ეს უფრო მცირე კომპონენტია. ყველაზე დიდი კომპონენტი, რასაც თითქმის ყველა შეფასება ეთანხმება და რაც თითქმის ყველა ქვეყნისთვის საერთოა, არის კომერციული გადასახადიდან თავის არიდება.”
ბეიკერიც და კობჰამიც ამბობენ, რომ გადასახადიდან თავის არიდება მეტწილად ხდება ეგრეთწოდებული: სავაჭრო გარიგების ფასის არასწორად ჩვენებით, როცა საგადასახადო უწყებას წარუდგენენ მინერალების, ნაწარმის და სხვა საექსპორტო საქონლის შემცირებულ ღირებულებას. კორუფციის საშუალებას იძლევა სავაჭრო გარიგების ფასის არასწორად ჩვენება, როცა ყალბი ზედნადებებით ხდება ხელოვნურად შემცირებული ფასის ჩვენება, გადასახადიდან თავის არიდება და თანხის განსხვავების უკანონოდ მითვისება.
კაპიტალის უკანონო გადინებით ყველაზე მძიმედ სუბ საჰარის ქვეყნები დაზარალდნენ. „გლობალ ფაინენშიალ ინთეგრითის“ მონაცემებით 2011 წელს ამ რეგიონმა მთლიანი შიდა პროდუქტის 5.7 % დაკარგა.
ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა კაპიტალის მასობრივი გადინების შემცირების საქმეში, რაც ზოგიერთ ქვეყანას და მის მოსახლეობას სიღატაკიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
„უკანონო ფინანსური გადინების პრობლემის შემცირების გზის მოკლე პასუხია გამჭვირვალობა, გლობალური ფინანსური სისტემის მეტი გამჭვირვალობა. ეს ნიშნავს შენიღბული კორპორაციების გაუქმებას, ეს ნიშნავს საგადასახადო ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლას, ეს ნიშნავს კომპანიების მიერ გაყიდვების, მოგების და გადახდილი გადასახადების ავტომატურად განცხადებას ყველა იურისდიქციაში , სადაც ისინი საქმიანობენ.“
ბეიკერი და სხვები ამბობენ, რომ განვითარებად ქვეყნებს რომ შეეძლოთ იმის სამართლიანი წილის მიღება, რაც იწარმოება და ამ ქვეყნებიდან გაედინება, მათ ბევრად მეტი ფული ექნებოდათ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, სკოლებისთვის, საცხოვრებლისთვის და სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის.
გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა