ევროკავშირმა ოთხი წლის წინ საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, რათა მხარი დაეჭირა და დაეჩქარებინა რეფორმებისკენ მიმართული პროგრესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში.
პროგრამა ჩაფიქრებული იყო პარტნიორებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების გზით, ამ ქვეყნების პოლიტიკური ასოციაციის და ეკონომიკური შერწყმის დასაჩქარებლად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საბოლოო მიზანია თავისუფალი ვაჭრობის ახალი ზონის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ევროკავშირის 28 ქვეყანას, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ექვს ქვეყანასთან.
მათგან ორმა, საქართველომ და მოლდოვამ ამას წინათ შემდეგი ნაბიჯიც გადადგეს, როცა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების მიღების წინასწარ შეთანხმებას და ახლა საბოლოო ხელშეკრულების მიმართულებით მუშაობენ.
რეგიონში ბოლოდროინდელი ვიზიტისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს და მოლდოვას მიულოცა ამ ნაბიჯის გადადგმა და შეაქო ეს ქვეყნები: „კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრებისთვის“. სახელმწიფო მდივანმა კერიმ აღუთქვა შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა: „საქართველოს და მოლდოვის
ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში შერწყმის საქმეში“. მან თქვა: „მთელ კონტინენტზე სტიმული მიეცემა მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განვითარებას და კეთილდღეობას.
მოლდოვაში ღვინის საწარმოს დათვალიერებისას, სახელმწიფო მდივანმა კერიმ „ხიდების გადების და შესაძლებლობების“ სადღეგრძელო წარმოთქვა.
„ჩვენ ვსვამთ მომავლის სადღეგრძელოს, ევროპის გაერთიანების სადღეგრძელოს, მომავლის გზის სადღეგრძელოს და ამ მიზნების მისაღწევად შეერთებული შტატების დახმარების მზადყოფნის სადღეგრძელოს“.