ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღთან დაკავშირებული ძალადობა


Obama Gun Control

აშშ-ში საკითხის განხილვა ვიცე-პრეზიდენტის დონეზე

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღთან დაკავშირებული ძალადობის საკითხზე სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები დაიწყო. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კენტ კლეინი თეთრი სახლიდან იუწყება, სწორედ ბაიდენი ურჩევს პრეზიდენტ ობამას საკითხის მართებულად გადაჭრის ვარიანტს.
ვიცე-პრეზიდენტი ამ დროისთვის უკვე შეხვდა იარაღის ძალადობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იარაღის დამცველ ორგანიზაციებს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საკითხის მოგვარების დაყოვნება არ შეიძლება.
„მე და პრეზიდენტი მოწოდებული ვართ რომ ვიმოქმედოთ. ფოტოს გადასაღებად არ შევკრებილვართ და არც იმისთვის რომ უბრალოდ თქვენი აზრი მოვისმინოთ. ჩვენ სასიცოცხლოდ გვაინტერესებს, თუ რას იტყვით თქვენმ ამ საკითხზე,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
იარაღთან დაკავშირებული ძალადობის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში დატრიალებული ტრაგედიისას 20 ბავშვი და 6 მოზარდი დაიღუპა.
დენ გროსი იარაღის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ხელმძღვანელია. მისი თქმით, იარაღის ეროვნული ასოციაციის წევრებიც თანახმა არიან, რომ ანტიძალადობრივი ნაბიჯებია გადასადგმელი.
„არც იარაღის ასოციაციის წევრებს და არც მონადირეებს არ სურთ კონექტიკუტის სკოლაში ბავშვების სიკვიდილი ან ჩიკაგოში ავტობუსის გატაცება. ეს არავის უნდა,“ - ამბობს დენ გროსი.
„პრეზიდენტი აპირებს მოქმედებას. არსებობს ადმინისტრაციული ბრძანებებები რომელთა მიღებაც შესაძლებელია. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია თუ რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ამ საკითხში გვაქვს გენერალური პოროკურორის და კაბინეტის სხვა წევრების, ასევე კანონმდებელთა მოქმედების იმედი,“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, ადმნისტრაციული ბრძანებების გარდა, პრეზიდენტი აპირებს მიმართოს კონგრესს იარაღთან და ტყვია-წამალთა დაკავშირებით შეზღუდვების მიღების მიზნით.
პრეზიდენტ ობამას სურს, რომ ახალი ინიციატივები იარაღის თაობაზე 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ გააჟღეროს. სენატის უმცირესობის ლიდერმა რესპუბლიკელმა მიჩ მაკონელმა აღნიშნა, რომ კონგრესის მოქმედება იარაღთან დაკავშირებით, შესაძლოა შეფერხდეს, ვიდრე საბიუჯეტო საკითხები არ გადაიჭრება. იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ აკრძალვების სანაცვლოდ წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უმჯობესი იქნება თუ ყველა სკოლაში მთავრობა შეიარაღებულ დაცვას დააყენებს. ვიცე-პრეზიდენტთან განხილვებში მზად არის ჩაერთოს ვოლმარტის მაღაზიების ქსელი, რომელიც ამერიკაში ყველაზე მსხვილ იარაღის მოვაჭრედ ითვლება.
ადმინისტრაციის წევრები ამ კვირაში ნასევე შეხვდებიან ვიდეო თამაშების და გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე ფსიქიურად დაავადებულთა დამცველ ორგანიზაციებს. შეხვედრები დაგეგმილია მშობლების და პედაგოგების ჯგუფებთან.
XS
SM
MD
LG