ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა გენერალი ნორმან შვარცკოფი


 გენერალი ნორმან შვარცკოფი
გენერალი ნორმან შვარცკოფი

1991 წელს გენერალი ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალს" ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ქუვეითი ერაყის ოკუპანტი ჯარებისგან გათავისუფლდა.

აშშ-ის გადამდგარი გენერალი ნორმან შვარცკოფი, რომელიც 1991 წელს ქუვეითიდან ერაყის განდევნაში საერთაშორისო კოალიციურ ძალებს ხელმძღვაენლობდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გენერალი უკანასკნელი წლები ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში ცხოვრობდა. ამ დროისათვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არაა.

შვარცკოფი ცნობილი იყო თავისი ფეთქებადი ტემპერამენტით, რის გამოც მას "ბობოქარი ნორმანი" შეარქვეს. 1991 წელს გენერალი ე.წ. ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალს" ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ქუვეითი ერაყის დიქტატორი სადამ ხუსეინის ოკუპანტი ჯარებისგან გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG