ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის ოლიმპიადის მესამე დღე


Kenya's Benson Njangiru fights Egypt's Hesham Abdelaal, left, in boxing match at 2012 Summer Olympics July 30, 2012

ამერიკელი სპორტსმენები ჩინელებით დომინირებულ სახეობებში ცდილობენ დაწინაურებას

ოლიმპიური თამაშების მესამე დღეს, ამერიკელ ვაჟ ტანმოვარჯიშეთა გუნდი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას შეეცდება სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ბოლო წლებია ჩინელი სპორტსმენები ლიდერობენ.
დღევანდელი ასპარეზობებიდან აღსანიშნავია ამერიკელ ქალ კალათბურთელთა შეჯიბრი ანგოლის გუნდის წინააღმდეგ.
თუმცა ყველაზე დიდ კითხვად ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდშ რჩება ტრიბუნებზე თავისუფალი ადგილების რაოდენობა და რამდენად მიეცემა გულშემატკივარს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრზე დასწრების საშუალება.
ორგანიზატორები თავისუფალი ადგილების სიჭარბეს სპონსორებს აბრალებენ, რომლებიც, მესვეურთა განცხადებით, ადგილებს არ იყენებენ. ორგანიზატორები ამ სიტუაციაში ბილეთებს ადგილობრივ ბავშვებს და სამხედრო პერსონალს პირდებიან.
ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფის“ ცნობით, მარტო გუშინ, თორმეტი ათასამდე ადგილის ათვისება არ მოხდა.
XS
SM
MD
LG