ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის ოლიმპიადის უცნაურობა


ცარიელი ადგილების გამოჩენამ ფანების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია

ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაიწყო იმის გამოძიება, თუ რატომ იყო ბევრი თავისუფალი ადგილი ოლიმპიადის გახსნასა და პირველი რამდენიმე თამაშის განმავლობაში.

ტელერეპორტაჟებში ჩანს, რომ უამრავი ადგილი ცარიელი იყო ჩოგბურთის, ცურვის და კიდევ რამდენიმე სხვა თამაშისა თუ შეჯიბრის დროს. ცარიელი ადგილების გამოჩენამ ფანების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ათასობით ადგილი ცარიელი იყო, ხოლო ბილეთები კი არ იშოვებოდა.

ბრიტანეთის კულტურის მდივანმა განაცხადა, რომ თუ ცარიელი ადგილები სპონსორებს გადაეცათ, ხოლო მათ კი ბილეთები არ დაარიგეს, მაშინ ბილეთები უკან უნდა დაებრუნებინათ და მსურველებისთვის მათი ყიდვის საშუალება მიეცათ.
XS
SM
MD
LG