საქართველოს ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპოი ეწვია და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სტუმარმა განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობის საკითხზეც გააკეთა. მისი აზრით, აფხაზურ და ოსურ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება ძალიან საჭირო და აქტუალურია.
კახა გოგოლაშვილი, სტრატეგიული კვლევის ფონდის ექსპერტი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში სამშვიდობო ხასიათს ატარებს და სწორედ ამ კონტექსტში ეხმიანება იგი ჟენევის დისკუსიების გაგრძლების აუცილებლობის საკითხს.
რამდენიმე დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად, შეხვედრები, რომლებიც ძირითადად სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად იმართება, როგორც წესი, ერგნეთში ტარდება. გამონაკლისი ამ შემხვევაში იმის გამო დაიშვა, რომ ქართულმა მხარემ ზარდიაანთკართან საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადაწია, რამაც ოსური მხარის შეშფოთება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ სოფელი ზარდიაანთკარი ოფიციალურიად ოკუპირებულად არ ითვლება. მასზე პრეტენზიას არც ოსური მხარე აცხადებს, რადგან იგი ისტორიულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, ზარდიაანთკარი მოსახლეობამ აგვისტოს ომის შემდეგ, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, დატოვა. მისი მცხოვრებლები დევნილის სტატუსის გარეშე თავს საბავშვო ბაღებს აფარებენ. შოთა უტიაშვილმა, რომელიც ზარდიაანთკარის შეხვედრის დროს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის პოსტზე მუშაობდა, განაცხადა, რომ საგუშაგოს გადაწევა გამოწვეული იყო დევნილების დაბრუნების აუცილებლობით.
ოსური მხრიდან შეხვედრის მონაწილე ხოხ გაგლოითი აცხადებდა: „შეხვედრას ექსტრემალური ხასიათი ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ქართულმა პოლიციამ საკუთარი პოსტი გადმოიტანა დასახლებულ პუნქტ ზარდიაანთაკარში, რამდენიმე ასეული მეტრით ახლოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან. ჩვენ ვადასტურებთ, რომ არანაირად არ ვცდილობთ ჩავერიოთ და გავლენა მოვახდინოთ საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ პოლიციურ ღონისძიებებზე. ჩვენ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ ფაქტმა გამოიწვია დაძაბულობა და შეშფოთება ადგილობრივ მოსახლეობაში. რამდენიმე (ოსურმა) ოჯახმა მაშინვე დატოვა სოფელი ზარდიაანთკარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ნაჩქარევია და არც იმ პრაქტიკას ეთანხმება, როგორც აქამდე მუშაობდა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფი. საგუშაგოს გადმოტანის საკითხი დადგა წინა შეხვედრაზე, არსებული პრაქტიკის თანახმად, ამ თემაზე ერთობლივად უნდა გვემუშავა და ჩვენი პასუხი მომავალ შეხვედრაზე გაგვეცნო ქართული მხარისთვის. სწორედ ესაა კონსტრუქციულობის არსი. ამის მიუხედავად, ქართულმა მხარემ გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო და განახორციელა.“
ქართული საგუშაგოს გადაადგილებიდან ერთი დღის შემდეგ, თანამდებობა შოთა უტიაშვილმა დატოვა. ვინ წარმოადგენს ქართულ მხარეს მოპალარაკებებზე ერგნეთსა თუ ზარდიაანთკარში, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით და არაოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საჭირო გახდება მთელი რიგი ცვლილებები რეგულაციებში. კანონის არსებული რედაქციის თანახმად, დევნილად არ მიიჩნევა პირი, რომელმაც საცხოვრებელი ოფიციალურად ოკუპირებულად აღიარებულ ტერიტორიაზე არ დატოვა.