ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში კვლავ გამოსვლებია


ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა აგორდა, მას შემდეგ, რაც ჰოსნი მუბარაქის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა პარლამეტის გადაწყვეტილება შეაჩერეს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს.
ეგვიპტის უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს მუსლიმთა საძმოს ლიდერებმა, რომლებიც მუბარაქის მთავრობის ყოფილ წევრებს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.
ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მუსლიმთა საძმოს კანდიდატის მუჰამედ მორსის განცხადებით, ის პატივისცემით მოეკიდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ეთანხმება მას, რადგან ხალხის მიერ არჩეულმა ეგვიპტის პარლამენტმა მუბარაქის რეჟიმის ყოფილ წევრებს რაიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
XS
SM
MD
LG