ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ჩავა


ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთში შეერთებული შტატების საელჩო და საელჩოზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტისას განხილული იქნება რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და სხვა ორმხრივი საკითხები.

ერევანში ყოფნისას ერიკა ოლსონი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2-4 ნოემბერს იმართება.

კონფერენციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი და აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში ლი ლიცენბერგერი. ასევე USAID-ის ადგილობრივი ლიდერები და კავკასიაში მოლაპარაკებების უფროსი მრჩეველი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG