ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს თავდაცვის მინისტრები ავღანეთს, რუსეთთან ურთიერთობას განიხილავენ


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობას აგრძელებს. შეხვედრაზე, მონაწილეები იხილავენ უსაფრთხოების სიტუაციას ავღანეთში, დაძაბულობას ნატოსა და რუსეთს შორის და პოლიტიკას ტექნოლოგიების დარგში.

" აქ ვარ, რათა ნატოს სამხედრო ადაპტაციის უნარს დავუჭირო მხარი, და უზრუნველყოფილ იქნას ის, რომ ალიანსი სამომავლო გამოწვევებისთვის მზადაა,"-განაცხადა ოსტინმა შეხვედრების დაწყების წინ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ავღანეთში ტერორისტების თავშესაფრის პრევენცია და როგორ უნდა გადაიყვანონ ავთანეთიდან გამოყვანილი ავღანელები ნატოს წევრ სახელმწიფოებში, რათა ისინი არ დაყოვდნენ სატრანტზიტო ცენტრებში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ცოტა ხნის წინ რუმინეთში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია ევროატლანტიკური კავშირების განმტკიცების, მაშინ როცა ნატო აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს დაიცავს.

ბუქარესტში ოსტინმა შეაქო ქვეყანა "იმ მნიშვნელოვანი მაგალითისთვის, რომელსაც რუმინეთი აჩვენებს ალიანსში პასუხისმგებლობის (საკუთარ) წილზე" და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის.

რუმინეთი ერთერთია ნატოს წევრებს შორის, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2% -ზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. ამასთან, რუმინეთი როტაციით 1000-მდე ამერიკელ ჯარისკაცს მასპინძლობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარების საქმეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG