ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბრალდებებს უარყოფს


ირანი ბრალდებებს უარყოფს
ირანი ბრალდებებს უარყოფს

ირანი უარყოფს ისრაელის ბრალდებას ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ინდოეთსა და საქართველოში ამ ქვეყნის საელჩოებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

ტაილანდში ისრაელის ელჩის იცხაკ შოამის განცხადებით თბილისში, ბანგკოკსა და დელიში გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთმანეთის იდენტურია.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრეალი თეირანის და ბანგკოკის მეგობრული ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს.

დელიში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ტაილანდის დედაქალაქში კი რამდენიმე ადამიანი დაიჭრა ტერაქტის დროს, მათ შორის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელმაც აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა.

XS
SM
MD
LG