ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში არჩევნები დასრულდა


დაახლოებით 48 მილიონი ირანელი ამომრჩეველი პარლამენტის 290 წევრს 3400 კანდიდატიდან შეარჩევს.

ირანში საპარლამენტო არჩევნები პარასკევს რამდენიმე საათით გვიან დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობით, საარჩევნო უბნები რამდენი საათით გვიან იმის გამო დაიკეტა, რომ დღის ბოლოსთვის ათასობით ადამიანი ხმის მისაცემად საკუთარ რიგს ჯერ ისევ ელოდა.

ირანის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. ეს კი სავარაუდოდ, ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამანეისა და პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოსახლეობაზე კონტროლს კიდევ უფრო გააღრმავებს.

დაახლოებით 48 მილიონი ირანელი ამომრჩეველი პარლამენტის 290 წევრს 3400 კანდიდატიდან შეარჩევს.

XS
SM
MD
LG