ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი დამკვირვებელებისთვის ემზადება


უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი და გერმანია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს სულ მალე დაასრულებენ.

დასავლეთის დიპლომატთა განცხადებით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე კარგად მოსჩანს, სატვირთო მანქანების გააქტიურებული მოძრაობა ირანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

ექსპერტთა აზრით, ირანის მთავრობა თეირანის მახლობლად მდებარე პარჩინის სამხედრო ბაზას წმინდავს, რათა მასზე შემდგომ სადამკვირვებლო ჯგუფები შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული საკითხების ექსპერტები პარჩინის სამხედრო ბაზას დიდი ხანია ეჭვქვეშ აყენებენ.

მიუხედავად ამისა, ირანი კვლავ უარყოფს ბრალდებას ბირთვული იარაღის წარმოების შესახებ და ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისკენაა მიმართული.

სამშაბათს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი და გერმანია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს სულ მალე დაასრულებენ.

XS
SM
MD
LG