ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დილით, ადგილობრივი დროით 6 საათზე ერაყის საგანგებო ძალებმა ქალაქ ფალუჯის მუნიციპალიტეტის შენობა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. ქალაქის ცენტრისთვის ბრძოლა ამერიკის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით თითქმის ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

ფალუჯა დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მათი ძლიერების სიმბოლო იყო. ექსტრემისტები ქალაქს 2014 წლის შემდეგ აკონტროლებდნენ. “სამთავრობო შენობის გათავისუფლება, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სახელმწიფო მართვის აღდგენის სიმბოლოს წარმოადგენს” - განაცხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით ერაყის ფედერალური პოლიციის შეფმა.

XS
SM
MD
LG