ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფალუჯაში გაქცევის მცდელობისას მშვიდობიან მოსახლეებს კლავენ


ერაყში მყოფი ისლამისტი ექსტრემისტები ცეცხლს უხსნიან და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ქალაქ ფალუჯაში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ და ერაყის სახელმწიფო ძალებს შორის ომს გაურბის - ნათქვამია ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განცხადებაში. უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებს მიზანში მდინარე ევფრატის გადაკვეთის მცდელობის მომენტში იღებენ.

ფალუჯაში ბრძოლები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. 2014 წლის იანვარში მას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაესაკუთრა. ერაყის სამთავრობო ძალები ახლა მის დაბრუნებას ცდილობენ. ქალაქი სამი მხრიდან ალყაშია მოქცეული და დევნილებისთვის გასაქცევად მხოლოდ მეოთხე, მდინარე ევფრატის დასავლეთი სანაპირო რჩება. მდინარის სიგანე იქ 300 მეტრს აღემატება და მისი გადაკვეთა თავისთავად დიდი რისკების შემცველია. გაეროს მონაცემებით ქალაქ ფალუჯაში დაახლოებით 50 ათასი მშვიდობიანი მოსახლე უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG