ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გენოციდი მოხდა და დღესაც გრძელდება“ - პაულო პინიერო.


გაეროს გამომძიებელთა ჯგუფი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იეზიდი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება გენოციდს უტოლდება. საუბარია სისტემატურ კამპანიაზე, რომელიც მათ დახოცვას, დამონებას, გაუპატიურებას და ძალადობის სხვა ფაქტებს უკავშირდება.

ანგარიში დღეს გამოქვეყნდა და ის სირიაში და ერაყში შექმნილი ვითარების გამოძიებას ეფუძნება. გაეროს წარმომადგენლებმა დეტალურად შეისწავლეს 2014 წლის აგვისტოში იეზიდების წინააღმდეგ ქალაქ სინჯარში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შეჭრის შემდეგ ჩადენილი დანაშაული. „გენოციდი მოხდა და დღესაც გრძელდება“ - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე პაულო პინიერო.

XS
SM
MD
LG